Monday, April 29, 2013

                        
                         1.პროექტის სახელწოდება :  "საქართველოს კუთხეები"



 

2.პროექტის მთავარი იდეა(თემა)1-2 წინადადებით : მოსწავლეები აღწერენ არჩეულ კუთხეს,მოსწავლეებს შორის მოხდება ამ კუთხეების შედარება,დამახასიათებელი თვისებების გამოკვეთა.მათი ისტორიის გაცნობა და გეოგრაფიული მდებარეობა;

3.პროექტის აქტუალობა :

4.პროექტის მიზნები : თითოეული კუთხის დამახასიათებელი მხარეების გამოაშკარავება,მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ინტერნეტის საშუალებით,მოახდენენ ამ კუთხეების შედარებას;გაეცნობიან ისტორიულ ფაქტებს,გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას,მოამზადებენ ფოტო და ვიდეო მასალას.

5.მონაწილეთა ასაკი : 15/16 წელი

6.ვადები/ხანგძლივობა : 2თვე

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შიექმნას : მოსწავლეები უკეთ გაეცნობიან ამა თუ იმ კუთხეს,მოამზადებენ პრეზენტაციას,გააკეთებენ კუთხეების მიხედვით კალენდრებს,შექმნიან ბლოგებს;

8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები : ინტერნეტი,სახელმძღვანელო;

9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):დისკუსია,ჯგუფებად დაყოფა,კუთხეების განაწილება,ინფორმაციის მოძიება/დამუშავება,ფოტო და ვიდეო მასალის მომზადება;

10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ  სასწავლო გეგმასთნ კავშირი : 
გეოგრაფია-მოსწავლეები დაადგენენ კუთხეების კოორდინატებს;ისტორია-აღწერენ თითოეულ ისტორიულ მოვლენას და შეაფასებენ მათ.რუსული ენა- უცხო ენისთვის დამახასიათებელი წესების დაცვა პრეზენტაციის დროს,ინტერაქციაში,წერა/კითხვის წესების დაცვა,ინფორმაციის მოძიება,გაანალიზება და გადმოცემა;

11.პროექტის ხელმძღვანელი : მ.თვაური

12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა : tvauri1117@gmail.com

13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი : tvauri1117.blogspot.com

მაკა თვაური